22 ოქტომბერი 2026,   20:17
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან დღეს ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს

აჭარის მთავრობის სახლთან, დღეს 17:00 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართება. ტერიტორიაზე უკვე მონტაჟდება სცენა და გახმოვანების აპარატურა. 

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და შედეგი ლეგიტიმური არ არის.

"ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია" ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.  

დღის ამბები