24 ნოემბერი 2020,   21:25
ვრცლად
დღეიდან ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადიან

დღეიდან ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადიან. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ონლაინ სისტემაზე ყოფნა მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გადაწყდა.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული წესით მიმდინარეობს. სწავლის პროცესი სკოლის შენობაში წარიმართება თუ დისტანციურად, ამას სკოლის ადმინისტრაცია მშობლების მოთხოვნის შესაბამისად წყვეტს.

დღის ამბები