"საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები" - დავით სონღულაშვილმა ეკონომიკური ფორუმი გახსნა. განიხილავენ არსებულ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. მინისტრმა სექტორის განვითარებაზე, საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
"მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პლატფორმები, სადაც შესაძლებელი არის კერძო სექტორთან ერთად ვიმსჯელოთ იმ გარემოებებზე და ხედვაზე, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებობს, როგორი არის კერძო სექტორის ჩართულობა ამასთან მიმართებით, მონაწილე დარგების ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებით", - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.