23 ოქტომბერი 2026,   18:23
ვრცლად
დღეს გახდება ცნობილი, რა გახდა გურიაში 80-ზე მეტი ბავშვის მოწამვლის მიზეზი

რა გახდა გურიაში 80-ზე მეტი ბავშვის მოწამვლის მიზეზი - ლაბორატორიული კვლევების პასუხები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. სპეციალისტებმა ნიმუშები რეგიონის სხვადასხვა დასახლებაში მდებარე 11 საბავშვო ბაღიდან აიღეს.

4 მცირეწლოვანს ნაწლავური ინფექცია დაუდასტურდა, დანარჩენებს კი, მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.

სპეციალისტები კვებით ინტოქსიკაციასაც არ გამორიცხავენ.

კლინიკაში დარჩენილი 6 ბავშვი დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა. მისი თქმით, ბავშვებისთვის სრულ მკურნალობას და სერვისს სახელმწიფო უზრუნველყოფს. 

დღის ამბები