20 ოქტომბერი 2020,   16:37
ვრცლად
საბროკერო კომპანია "ველსი" ეროვნულ ბანკს არამართლზომიერი შეზღუდვების დაწესებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

საბროკერო კომპანია "ველსი" ეროვნულ ბანკს არამართლზომიერი შეზღუდვების დაწესებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, შეფერხებებით კომპანიას და კლიენტებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგათ. საუბარია 5 000 000 მილიონ ლარსა და 178 000 აშშ დოლარზე. ორგანიზაცია ზარალის ანაზღაურებას ახლა ეროვნული ბანკისგან ითხოვს. დავა სასამართლოში გრძელდება.

"ეს შეზღუდვები ეფუძნებოდა იმას, რომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო ახალი კლიენტები და არც უნდა გაგვეხსნა და დაგვეპროცესებინა ახალი პოზიციები. მაგ პერიოდში ჩვენმა კომპანიამ იზარალა დაახლოებით 178 ათასი დოლარი კლიენტების მხრიდან და კიდევ დამატებით 5 მილიონ ლარამდე. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ პროცესები არ გადაიდოს, ანუ პროცესების გადადებაზე შუამდგომლობა არ მოხდეს და მივმართავთ მთავრობას, გამოიკვლიოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების კომპეტენცია," - აცხადებს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია "ველსის" დირექტორი დიმიტრი სუკიასოვი.

საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია "ველსის" იურისტი გოგიტა ბახტაძე ეროვნულ ბანკს კლიენტების ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებს

"მიადგა ზიანი ადამიანებს, რომლებიც ვაჭრობდნენ და გაითიშა პლატფორმა, იმიტომ რომ აეკრძალა კომპანიას ვაჭრობა. მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი უნდა ემსახურებოდეს კლიენტების ინტერესებს, ამ შემთხვევაში მოხდა კლიენტების ინტერესების დარღვევა," - აღნიშნა გოგიტა ბახტაძემ.

დღის ამბები