31 ოქტომბერი 2020,   05:54
ვრცლად
ხობში საოლქო საარჩევნო კომისიის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხობში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

სამეგრელოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი არის ინფიცირებული მამაკაცი ხობიდან, რომელიც 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დაცვის პოლიციის თანამშრომელია. მისი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია. მას შეხება დაახლოებით 140 ადამიანთან ჰქონდა, ყველა კონტაქტი მოძიებულია. შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილი იზოლაციაში რჩება, რამდენიმე თანამშრომელი კი ადგილზე მუშაობას განაგრძობს.

როგორც "კურიერთან" ხობის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ჯობავა აცხადებს, დაახლოებით 10-მდე ადამიანი, მათ შორის კომისიის წევრებსა და ტექნიკურ პერსონალს უკვე ტესტირება ჩაუტარდა და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ზოგადად ეპიდვითარებას სამეგრელოში, დღეს რეგიონში დადასტურდა 7 ახალი შემთხვევა. მათგან 3, სოფელ ქარიატას ე.წ. სკოლის ავტობუსის კლასტერს უკავშირდება, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ასევე COVID-19 ფოთში მომუშავე ადამიანს დაუდასტურდა და ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 2 პირს, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. სულ რეგიონში ამ დროისთვის 113 ინფიცირებული პაციენტია.

დღის ამბები