31 ოქტომბერი 2020,   06:42
ვრცლად
ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით - "დინამო თბილისის" განცხადება

"დინამო თბილისმა" ფარერებზე წაგებული შეხვედრის შემდეგ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის გამო გულშემატკივარს ბოდიშს უხდის.

"რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები. ფარერებზე უეფას ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით.

ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "თბილისის დინამო" ფარერებზე გამართულ თამაშში დიდი ანგარიშით დამარცხდა.

დღის ამბები