31 ოქტომბერი 2020,   06:37
ვრცლად
შეიძლება ჩემს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს, მივმართავ აშშ-ს საელჩოს, რომ დაგვეხმარონ - მიხეილ რამიშვილი

რა მტკიცებულებებს ამოიღებს პროკურატურა მიხეილ რამიშვილის პირადი ტელეფონიდან და დადგება თუ არა მისი პასუხიმგებლობის საკითხი - ამ კითხვაზე პასუხი საგამოძიებო უწყებამ უახლოეს პერიოდში უნდა გასცეს.

მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გვიან ღამით დატოვა.

როგორც რამიშვილი აცხადებს, მის ტელეფონში კანონსაწინააღმდეგო არაფერია და დიპლომატიურ კორპუსს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"შეიძლება ჩემს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს, მივმართავ აშშ-ს საელჩოს, რომ დაგვეხმარონ,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურორი კი ამტკიცებს, რომ ადვოკატის მობილურ ტელეფონში უკვე აღმოჩენილია მნიშვნელოვანი ინფორმაცია - მათ შორის ფურცხვანიძეს დაკავშირებით, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი.

პროკურორ დავით გურაბანიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მტკიცებულებების ფალსიფიცირება დადგინდება, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც პროკურორი აცხადებს, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩენილია საკმაოდ მნიშვნელოვანი ფოტომასალა.

სამხარაულის ეროვნულ ბიუროსთან რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატებიც იმყოფებოდნენ. ისინი პროკურატურის ქმედებას ზოგადად ადვოკატების დისკრედიტაციისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

დღის ამბები