22 ოქტომბერი 2026,   01:33
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს 22 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ, "ენერგო-პრო ჯორჯია-ს" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს 10:40-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ლაფანაანთკარი, ნოჯიკეთი, ნოჯა, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქსვრისი, მუხრანი, ილტოზა, ოძისი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები