22 ოქტომბერი 2026,   14:07
ვრცლად
საქართველოს მთის კურორტები ზამთრის სეზონისთვის მზადებას იწყებს

ზამთრის სეზონისთვის საქართველოს მთის კურორტები მზადებას იწყებენ. ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შესაბამის უწყებებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი ყურადღება უსაფრთხოებას, სატრანსპორტო ნაკადებსა და სერვისების გამართულ მუშაობას დაეთმო.

მთის ტრასების სააგენტო კურორტებზე საბაგიროების ტექნიკურ განახლებასა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემების გაფართოებას უკვე აქტიურად ახორციელებს, რათა ვიზიტორებს სეზონზე სრულყოფილი გარემო დახვდეთ.

დღის ამბები