18 სექტემბერი 2020,   14:11
ვრცლად
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების პროცესი 27 აგვისტოს შედგება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებულის პროცესი 27 აგვისტოს შედგება. სხდომის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება გუშინდელ პროცესზე მიიღეს. ადვოკატები არაგონივრულ ვადაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიცემული დრო მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დასაცავად არასაკმარისია.

წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ. ბრალდება დარწმუნებულია, რომ შემდეგი ეტაპი საქმის არსებითი განხილვა იქნება.

პროკურატურა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დასაბუთებას ახალი გარემოებებით აპირებს. დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ბრალდება აქცენტს გურამ ამირხანაშვილის, ოქროს მოწმის ახალ, მეხუთე შეცვლილ ჩვენებაზე აკეთებს, სადაც ის ამბობს, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებმა თბილისში იძულებით წამოიყვანეს.

დღის ამბები