28 სექტემბერი 2020,   08:05
ვრცლად
გვაინტერესებს, რა სახის შეკითხვები დაისვა მინისტრთან ნათია ცირეკიძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - დაზარალებული ოჯახის ადვოკატი

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 25 წლის ნათია ცირეკიძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ ოჯახიც და უფლებადამცველიც შეხვედრასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მზაობას ელოდებიან.

"დღის კურიერის" ეთერში ადვოკატმა აღნიშნა, რომ მედიკოსების მიერ სოლიდარობის აქციების გამართვა ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა დაზარალებული მხარე ინტერესდება, ჯანდაცვის მინისტრისა და მედიკოსების შეხვედრისას ნათია ცირეკიძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა სახის შეკითხვები დაისვა.

"ჩვენ ადვოკატები მირზა ცირეკიძის ოჯახის და შესაბამისად, ბატონი მირზაც სამინისტროსთან ვართ და ჯანდაცვის მინისტრის მზაობას ველოდებით თუ როდის ეცლება, რომ მიგვიღოს.

რაც შეეხება მედიკოსების მიერ დღეს გამართულ აქციას, ეს მათი კონსტიტუციური უფლება არის აქციებთან დაკავშირებით, მათ არავინ არ ზღუდავს, მაგრამ როდესაც ქალბატონ მინისტრთან იყვნენ შეხვედრაზე გვაინტერესებს, რა სახის შეკითხვები დაისვა ნათია ცირეკიძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რა შედეგები შეიძლება დადგეს, ნათია ცირეკიძე ამდენი ხნის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში არის, თუ მარტო ვახტანგ ყიფიანის ბედი აინტერესებთ ციხიდან როდის გამოვა.

მე ხუთშაბათს გავაკეთე განცხადება, რომ ყოველგვარ სატელევიზიო გამოსვლებს ვწყვეტდით ჩვენი მხარე, ვინაიდან ჩემი ადგილი არის სასამართლოში, პროკურატურაში და საგამოძიებო ორგანოში, სადაც მის ინტერესებს განვახორციელებ. აქედან გამომდინარე, ექიმებმა გადაწყვიტეს აქცია, მივიდნენ ქალბატონ მინისტრთან იმ მოთხოვნით, რომ გაეთავისუფლებინათ ვახტანგ ყიფიანი. ნუ იქნება ზეწოლა სასამართლოზე პროკურატურის მხრიდან." - განაცხადა დაზარალებული ოჯახის ადვოკატმა.

დღის ამბები