22 ოქტომბერი 2026,   13:28
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა სტამბოლში გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციის მინისტრმა სტამბოლში გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება.

პაატა სალიამ სიტყვით გამოსვლის დროს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, პროცესი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სფეროში. მინისტრმა აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა.

გლობალურ სამიტში OECD-ს წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები მონაწილეობენ.

დღის ამბები