20 სექტემბერი 2020,   07:23
ვრცლად
სახელმწიფოს დახმარებით ქართული ეკიპაჟი შრი-ლანკადან სამშობლოში დაბრუნდა

სახელმწიფოს დახმარებით ქართული ეკიპაჟი შრი-ლანკადან სამშობლოში დაბრუნდა. კონსულტაციების შემდეგ კომპანია "ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტი-ს" გემის ქართული ეკიპაჟი ისევ სრულად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა.

ეკიპაჟის წევრების როტაცია, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მეზღვაურები საქართველოში სპეციალური ავიარეისით ჩამოვიდნენ.

"ეკონომიკის სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ინდოეთში ჩვენი საელჩოს ჩართულობით განხორციელდა სპეცრეისი შრი-ლანკაში, რომელმაც საქართველოს 34 მოქალაქე მეზღვაური შეცვალა. აღნიშნული პროცესი წარმართა ინდოეთში ჩვენმა ელჩმა პირადად და შესაბამისად მოიპოვა უპრეცედენტო ნებართვები იმისათვის, რომ ჩვენი მეზღვაურების როტაცია განხორციელებულიყო," - აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

დღის ამბები