14 აგვისტო 2020,   17:57
ვრცლად
თბილისი სტარტაპების ყველაზე მასშტაბურ შეჯიბრს მასპინძლობს

თბილისი სტარტაპების ყველაზე მასშტაბურ შეჯიბრს მასპინძლობს, რეგიონალური ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება, პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში.

Startup World Cup-ის ფარგლებში საქართველო შავი ზღვის რეგიონის 10 ქვეყანას აერთიანებს, რეგიონულ დონეზე გამოვლენილი კომპანია შეჯიბრს უკვე კალიფორნიაში, სილიკონის ველზე გააგრძელებს, სადაც მსოფლიოს 40 სახელმწიფოდან გამოვლენილ სტარტაპერებს შეეჯიბრება.

კონკურსის საპრიზო ფონდი 1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, გამარჯვებულ კომპანიას უკვე მომავალში საკუთარი წარმოების საერთაშორისო დონეზე გაგრძელება შეეძლებათ.

ღონისძიება საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დღის ამბები