04 ნოემბერი 2026,   08:08
ვრცლად
კოვიდინფექციის პარალელურად, საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება - სასტუმროების მეპატრონეთა ნაწილი გაკოტრების რისკებზე საუბრობს

კოვიდინფექციის ახალი შემთვევების პარალელურად, საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. საქართველოში შიდა ტურზმის გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ 24 აპრილს მიიღო. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 კვირაა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ისევ იზრდება, რეგულაციების მოხსნა კვლავ გრძელდება. ხვალიდან, 15 ივნისიდან, იხსნება შიდა ტურიზმი.

ქვეყნის მასშტაბით სასტუმროები და დასასვენებელი კომპლექსები სტუმრებს მიიღებენ. მათ დადგენილი წესების შესრულება მოუწევთ.

სასტუმროს მეპატრონეები რეგულაციების მოხსნას მიესალმებიან, თუმცა განმარტავენ, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ უცხოელი ტურისტები მიიღოს, რადგან უცხოელი ტურისტების გარეშე შესაძლოა სასტუმროების ერთი ნაწილი გაკოტრდეს და სეზონის ბოლოს არსებობა შეწყვიტოს.

დღის ამბები