02 ნოემბერი 2026,   03:26
ვრცლად
6 თვის მანძილზე გადავადებული სესხების პროცენტი უნდა ჩამოიწეროს, ხოლო შემდეგ პერიოდში, მინიმუმ, უნდა განახევრდეს - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, საბანკო სესხების პროცენტის განახევრებისა და გადავადებული სესხების პროცენტის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის. გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნებში ვითარება შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ საქართველოში საბანკო საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალია. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ბანკების მოგება მის კაპიტალთან მიმართებაში არის 25%, როცა, მაგალითად, სომხეთში არის - 7%. 

"უსამართლობაა, როცა მოსახლეობის 99% ღარიბდება და მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი ყოველწლიურად მდიდრდება. დღეს საქართველოსი მილიონ ოჯახზე მეტს აქვს სესხი ბანკიდან გამოტანილი. დღეს საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ბიზნესი, რომელსაც არ აქვს სესხი გამოტანილი. მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობაა, რომ მსოფლიოსი ყველაზე მეტ პროცენტს საქართველოს მოსახლეობა იხდის ამ სესხებში,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვასაძემ მიმართა მთავრობას, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის სხვა წევრებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მათ წინადადებაზე

"6 თვის მანძილზე გადავადებული სესხების პროცენტი უნდა ჩამოიწეროს, ხოლო შემდეგ პერიოდში, მინიმუმ, უნდა განახევრდეს პროცენტი. მივმართავ მთავრობას, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბიზნესსექტორს, ყველამ დავაფიქსიროთ ეს პოზიცია. საქართველოში ეკონომიკა ვერ განვითარდება, თუ ასეთი ძვირი სესხი ექნება ქართულ ეკონომიკას,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები