21 ოქტომბერი 2020,   15:17
ვრცლად
კახი კავსაძე იუბილარია - მსახიობს 85 წელი შეუსრულდა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობ კახი კავსაძეს დღეს 85 წელი შეუსრულდა. მსახიობი, რომელმაც ქართული კინოსა და თეატრის ცხოვრებასა და ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანა, 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული.

მას შესრულებული აქვს გამორჩეული როლები ფილმებში: "მონანიება", "ნატვრის ხე", "ვერის უბნის მელოდიები", "ღვინის ქურდები“, "ცხელი ზაფხულის სამი დღე“ და სხვა.

ასევე სპექტაკლებში "კავკასიური ცარცის წრე“, "მოხუცი ჯამბაზები“, "რიჩარდ III“, "მეფე ლირი“, "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი", "საბრალდებო დასკვნა".

საქართველოს სახალხო არტისტი არაერთი პრემიის და ჯილდოს მფლობელია. მათ შორის, კოტე მარჯანიშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი "იპო". 2008 წელს კი გენიალურ მსახიობს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

დღის ამბები