25 ოქტომბერი 2020,   23:31
ვრცლად
განცხადება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გადამხდელების ფულს ვიღაცა სხვას ახმარს, არასწორია - ირაკლი როსტომაშვილი სესხების სუბსიდირებაზე

საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი "დღის კურიერის" ეთერში იმ ინიციატივაზე საუბრობს, რომლისთვისაც სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 70 მილიონი გამოყო. ინიციატივა შეეხება  იმ მოქალაქეებს, რომლებიც  წლის ბოლომდე ბინას შეიძენენ. საუბარია იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4% დაფინანსებაზე 5 წლის ვადით.

ირაკლი როსტომაშვილი ექსპერტების იმ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებულ თანხას სხვას ახმარს, არ ეთანხმება. მისი თქმით, ეს არასწორი განცხადებაა, ვინაიდან ეკონომიკას განვითარებისთვის სტიმული სჭირდება. როსტომაშვილის განცხადებით, სახელმწიფო 4%-იანი სუბსიდირებით ეკონომიკაში 14%-ს შეიტანს.

"თვითონ ეს განცხადება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გადამხდელების ფულს ვიღაცა სხვას ახმარს, მე ამას ასე არ ვუყურებ და ჩემი აზრით, ეს არასწორი განცხადებებია იმიტომ, რომ მოგიყვანთ მაგალითებს და ვინმე ექსპერტმა ამიხსნას, რა განსხვავებაა და ცუდი იყო თუ კარგი.

კონკრეტულად არ დავასახელებ იმ ექსპერტებს, რომლებიც იძახიან, რომ ეს ხდება გადასახადების გადამხდელების ფულით ვიღაცისთვის ვასუბსიდირებთ ბინის შეძენას.

მაგალითად, სახელმწიფომ გააკეთა აღმაშენებლის გამზირი, ორბელიანის მოედანი, იქ კონკრეტულ ადამიანებს გაურემონტეს სახლები, იმათი კაპიტალიზაცია 4%-ით კი არა, 400%-ით შეიძლება გაიზარდა. მაშინ დავსვათ ეს შეკითხვა, ბიუჯეტში ჩემი გადახდილი ფულით ვიღაცას რატომ უნდა გავურემონტოთ ბინა, ხომ?!

ეს არ არის შერჩევითი მიდგომა. შერჩევითი იქნება, რომ ვიღაცას ეტყვიან უარს და ვიღაცას დათანხმდებიან,"- განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

დღის ამბები