23 სექტემბერი 2021,   01:09
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთლედა

ბათუმში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ კლინიკა "მედალფა" უკვე დატოვეს და 2 კვირით თვითიზოლაციაში გადავიდნენ. სამედიცინო დაწესებულებაში 17 ინფიცირებული რჩება.

მათი მდგომარეობა სტაბილურია. უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათ უკვე ჩაუტარდათ პირველადი ტესტირება.

დღეს დილიდან რეგიონში სულ 27 პირს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, მათი ანალიზის პასუხები ინფექციაზე უარყოფითი იყო.

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა უკვე მეექვსე დღეა, არ დადასტურებულა.

დღის ამბები