20 ივნისი 2026,   00:33
ვრცლად
ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს რეანომობილი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე - ერთმანეთს რეანომობილი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

მცირე დაზიანებებით ორი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორმა პირმა სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, რეანომობილი ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მას საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.

შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები