01 დეკემბერი 2020,   23:07
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ბათუმში - ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს უკიდია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. უწყების ცნობით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ფიქსირდება.

უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

დღის ამბები