02 დეკემბერი 2020,   16:41
ვრცლად
ამერიკის ელჩი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას და NCDC-ის მადლობას უხდის

ამერიკის ელჩი საქართველოში ვიდეომიმართვას ავრცელებს. კელი დეგნანი ამბობს, რომ ის რჩება სახლში, ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ რეკომენდაციებს და მუშაობს დისტანციურად. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოუწოდებს ყველას დაემორჩილონ საქართველოში დადგენილ შეზღუდვებს.

"რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეაკავოს COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები