09 ივლისი 2020,   21:40
ვრცლად
ბოლო 24 საათში კორონავირუსით იტალიაში 683, ესპანეთში - 565 ადამიანი დაიღუპა

კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტები იზრდება იტალიასა და ესპანეთში. ბოლო 24 საათში იტალიაში ვირუსს 683 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირდა 5 ათასზე მეტი.

ესპანეთი კი, ამ ეტაპზე მსოფლიოში "კოვიდ 19"-ით გარდაცვალებულთა რაოდენობით მეორე ქვეყანაა. ბოლო ერთ დღეში დაიღუპა 565 და დაინფიცირდა 7 ათასზე მეტი ადამიანი. ვირუსი დაუდგინდა ქვეყნის ვიცე-პრემიერსაც.

შემთხვევები მატულობს საფრანგეთში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. 59-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა თურქეთში.

გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთში. 2-მდე გაიზარდა მსხვერპლი აზერბაიჯანში. ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა სომხეთშიც. პანდემიის გამო ერთი კვირით დაიხურა იერუსალიმის აღდგომის ტაძარი.

დღის ამბები