06 დეკემბერი 2020,   03:54
ვრცლად
162 ათასი ადამიანი იზოლაციაში - მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ დროისთვის კარანტინში ქვემო ქართლის ორი მუნიციპალიტეტი - მარნეული და ბოლნისი მოექცა. სულ იზოლაციაში აღმოჩნდა დაახლოებით 162 ათასი მოქალაქე.

აქედან მარნეულში თითქმის 107 ათასი ცხოვრობს. ბოლნისში კი, 55 ათასზე მეტი. მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბევრ აკრძალვასთან ერთად, ორივე მუნიციპალიტეტში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვას გულისხმობს.

მაქსიმალურად კონტროლდება ადმინისტრაციული საზღვრები ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, რათა ვირუსი სხვა ადგილებშიც არ გავრცელდეს. მკაცრი კონტროლია დაწესებული შემოვლით გზებზე, რომ საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს: გარდაბანში თითქმის 81 ათასი ადამიანი, თეთრიწყაროში - 22 ათასი, წალკაში - 19 ათას 400, დმანისში - 20 ათასზე მეტი, რუსთავში კი - 129 ათასამდე მოქალაქე.

ვირუსის მასშტაბური გავრცელების შეკავებისთვის მარნეულსა და ბოლნისში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, საკვებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, სხვა ყველაფერი დაიხურა. იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

იზოლაციაში მყოფები ადგილობრივი მცხოვრებლების რაოდენობა: 

ბოლნისი - 55.4

გარდაბანი - 80.8

დმანისი - 20.4

თეთრიწყარო - 22.1

მარნეული - 106.8

წალკა - 19.4

რუსთავი 128.3

დღის ამბები