06 დეკემბერი 2020,   03:56
ვრცლად
Covid-19-ის ახალი შემთხვევიდან სამი, აჭარაში დადასტურდა

Covid-19-ის სამი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა - განცხადება ცოტა ხნის წინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ გააკეთა.

ერთ-ერთი ინფიცირებული, ავსტრიელი პილოტია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სპეცრეისი შესარულა ევროპიდან ქუთაისის აეროპორტში.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და დღეს დილით ტემპერატურის გამო გადაიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში.

ზაალ მიქელაძის თქმით, ავსტრიამ უკვე მოითხოვა თავისი მოქალაქის საქართველოდან გაყვანა. ავსტრიელ პილოტს სპეცრეისით რამდენიმე საათში ბათუმის აეროპორტიდან წაიყვანენ.

დანარჩენი ორი პირი, ვისაც ინფექცია დაუდასტურდა, ქართველია და ორივე მათგანს რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამ დროისთვის, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტია, რომელთაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსი. 

ბოლო მონაცემებით, აჭარაში, კარანტინში 1000-ზე მეტი პირი იმყოფება.

დღის ამბები