26 ნოემბერი 2020,   20:32
ვრცლად
კიდევ ერთი ახალი შემთხვევა - კორონავირუსი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა - ეს რეგიონში COVID 19-ის მეორე დადასტურებული შემთხვევაა. აღნიშნული პირი ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ კარანტინიდან გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოქალაქე საქართველოში რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა.

ის ბოლო პერიოდში საფრანგეთში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე დაინფიცირებულ პაციენტს 37.1 აქვს ტემპერატურა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ  44 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის, ერთი გამოჯანმრთელებულია. 

კარანტინის რეჟიმში 1925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი,  271 პირია. 

დღის ამბები