04 დეკემბერი 2020,   22:31
ვრცლად
სამედიცინო სექტორმა ამ გამოწვევებს, ძალზედ ეფექტურად უპასუხა - გიორგი გახარია

ჩვენ ეს ვირუსი უნდა დავამარცხოთ ისე, რომ ეკონომიკური ზიანი გვქონდეს მინიმალური, რომ სახელმწიფო იყოს იმ მდგომარეობაში, ვირუსის დამარცხების შემდგომ, რომ სწრაფად აღიდგინოს მისი ეკონომიკური პოზიციები," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს ჯანდაცვის სექტორმა ეფექტურად უპასუხა. მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
 
"პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მთლიანად სამედიცინო სექტორს, პირველ რიგში სამინისტროს, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკა ტიკარაძეს, რომელმაც ამ გამოწვევებს ძალზედ ეფექტურად უპასუხა. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც როგორც კი პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ის იყო ინიციატორი, რომ საბჭო შექმნილიყო. გარდა ამისა, ის, რომ ამ ეტაპზე საზღვრებზე გვაქვს ეფექტური კონტროლი იმპორტირებული ვირუსის გამოვლენის და შემდგომ მისი ჯაჭვის დაფიქსირების და გადაზღვევის, ეს რა თქმა უნდა, სამინისტროს დამსახურებაა, ისევე, როგორც მისი ყველა სტრუქტურის, ისევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები