24 ნოემბერი 2020,   19:42
ვრცლად
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ინვესტორები ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ინვესტორები ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შღავათები რეგიონის მასშტაბით ყველა ინვესტორს შეეხება.

ამ პერიოდში ვალდებულებების შეუსრულებლობა კომპანიებს დარღვევად არ ჩაეთვლებათ. 

"შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა და არ დაეკისრება პირგასამტეხლო მათ, ვისაც ვალდებულება შესასრულებელი ქონდათ 2020 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე. სასურსათო მაღაზიების და ქსელების მფლობელებს მოვუწოდებ, შექმნილი სიტუაცია არ გამოიყენონ არაკეთილსინდისიერად და არ გაზარდონ ხელოვნურად ფასები.
კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მეწარმეებმა, მათ შორის, ბრენდული სასტუმროების მფლობელებმა გამოთქვეს მზაობა, სასტუმროებში საკარანტინე სივრცის განთავსებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მადლობა მათ. მინდა შევუერთდე საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას და მივმართო კაფე-რესტორნების მფლობელებს, ხელი შეუწყონ სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს. აჭარაში მოქმედი საბავშო ბაღების აღსაზრდელებს ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, დაურიგდებათ არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო მიმდინარე პერიოდში. სახელმწიფო ღირსეულად უმკლავდება არსებულ გამოწვევას მის ხელთ არსებული რესურსებით. ჩვენი მოქალაქეების საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებიან მოხალისეები", – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები