24 ნოემბერი 2020,   19:54
ვრცლად
თსუ დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე გადასვლისთვის ემზადება

თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დისტანციურ რეჟიმში სწავლებისთვის ემზადება - ამის შესახებ განცხადება თსუ-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უახლოეს დღეებში დაიწყება სტუდენტების შესაბამის პლატფორმებზე დარეგისტრირება და პროცესის მომზადების მიზნით, მათ ვიდეოგაკვეთილები და გზამკვლევები დაეგზავნებათ.

"პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციების შესაბამისად არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
სწავლის პროცესის ელექტრონული კომპონენტებით დაწყების თარიღთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალების, პრეზენტაციების, ვიდეოჩანაწერების ატვირთვას ელექტრონულ მატარებლებზე, მიმდინარეობს მათი ტესტირება.

უახლოეს დღეებში დაიწყება სტუდენტების შესაბამის პლატფორმებზე დარეგისტრირება და პროცესის მომზადების მიზნით, მათ ვიდეოგაკვეთილები და გზამკვლევები დაეგზავნებათ. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება თსუ ვებგვერდზე, ფეისბუქის გვერდზე, LMS.TU.GE-ზე და პარალელურად, სტუდენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ,"- ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში. 

დღის ამბები