24 ნოემბერი 2020,   20:18
ვრცლად
გონიოში ადგილობრივებმა საკარანტინო ზონის მოწყობა გააპროტესტეს

გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინო ზონის მოწყობა ხმაურის მიზეზი გახდა. სასტუმროსთან, სადაც 30 ადამიანია მოთავსებული ადგილობრივები შეიკრიბნენ და საკარანტინო ზონის მოწყობა გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ მჭიდრო დასახლებაში არ უნდა მომხდარიყო იმ ადამიანების მოთავსება, რომლებსაც შესაძლოა ვირუსი ჰქონდეთ. მათი თქმით, ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტებია და ეს საფრთხის შემცვლელია, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.

ადგილობრივები მოქალაქეების ქალაქგარეთ გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, შენობა არ არის იზოლირებული და ვერ აკმაყოფილებს კარანტინისთვის შესაბამის სტანდარტებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ეს პირები იმ ქვეყნებიდან შემოვიდნენ, რომლებიც მაღალი რისკის ზონებს წარმოადგენენ.
მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი შეხვდა.

დღის ამბები