27 იანვარი 2021,   02:36
ვრცლად
პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები კახეთში - განათლების სამინისტრო სხვადსხვა კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

პროფესიული განათლების გასავითარებლად, განათლების სამინისტრო სხვადსხვა კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს. ერთ-ერთი ასეთი - ღვინის კომპანიაა, რომელიც თელავის პროფესიულ კოლეჯთან პარტნიორობას გეგმავს. დუალური პროგრამებით, სამინისტრო პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის და მათი კონკურენტულობის გაზრდას გეგმავს.

"ყვარლის მუნიციპალიტეტში პირველად გაჩნდება შესაძლებლობა პროფესიული განათლების მიწოდებისა მოსახლეობისთვის. ეს იქნება მომზადება-გადამზადების პროგრამები, დუალური განათლების პროგრამები, როგორც მეღვინეობის ასევე სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით," - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა.

დღის ამბები