21 იანვარი 2021,   03:40
ვრცლად
ავტომაგისტრალების ნაწილზე გადაადგილება შეზღუდულია - მძღოლებს საკვები მარაგი ამოეწურათ და დახმარებას ითხოვენ

ავტომაგისტრალების ნაწილზე გადაადგილება შეზღუდულია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო უკვე სამი დღეა ჩაკეტილია კობი-გუდაურის გზა.

ზვავსაშიშროების გამო ადგილზე მძიმე ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება და ათობით მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს.

საქართველოს მოქალაქეების გარდა დახმარებას ითხოვენ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულებიც.

ძლიერი თოვის გამო 3 დღეა მლეთასთან 50-მდე სატვირთო მანქანაა გაჩერებული. მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ საკვების მარაგი ამოეწურათ და დახმარებას ითხოვენ.

საქართველოს მასშტაბით გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვაა დაწესებული.

ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.

ნალექს არ ელოდებიან თბილისში. დედაქალაქში მზიანი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ტემპერატურა დღისით 3-4 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 8-10 გრადუსამდე დაეცემა.

დღის ამბები