24 იანვარი 2021,   17:36
ვრცლად
მსოფლიო მედიკოსები ვირუსის სიმპტომებს 26 ქვეყანაში ებრძვიან - სტატისტიკა ასეთია: 362 გარდაცვლილი და 17 500 ინფიცირებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წამყვან სიმპტომებს აქვეყნებს, რასაც მედიკოსები უკვე 26 ქვეყანაში ებრძვიან. გარდაცვლილია - 362. ინფიცირებული - 1790.

მას შემდეგ, რაც ჩინეთს კორონავირუსის ეპიდემია მოედო, მსოფლიოს მეცნიერები ვირუსის ვაქცინასა და სამკურნალო მედიკამენტზე მუშაობენ.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება საქართველოს ჩინეთიდან დაბრუნებული  3 მოქალაქე, მათი კვლევის საბოლოო პასუხი კორონავირუსის ჩინეთში გავრცელებულ შტამზე, ნიდერლანდებიდან ხვალ ჩამოვა.

ხვალიდან კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც, ლუგარის ლაბორატორიაში, იქნება შესაძლებელი.

ჩინეთში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. უხანიდან თურქეთსა და საფრანგეთში უკვე გაიყვანეს 5 ქართველი,  რომლებიც საინკუბაციო 14 დღიან პერიოდს კლინიკებში გაატარებენ. უხანში  საკუთარი გადაწყვეტილებით კიდევ 3 ქართველი რჩება. ასევე, ჩინეთის სხვა რეგიონებში  200-მდე ქართველია.

ვირუსის გავრცელების გამო უხანი კვლავ ჩაკეტილია. ქვეყნებს საკუთარი მოქალაქეები გამოჰყავთ. პროვინციაში კვლავ შეჩერებულია სწავლა და არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ვირუსის სამკურნალოდ რეკორდულ დროში აშენდა საავადმყოფოც.

ამ დროისთვის პროვინცია, საიდანაც დაიწყო ჩინური ვირუსის გავრცელება, შევსებულია როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე მედიკამენტებით. სხვა რეგიონებიდან ჩაიყვანეს მედიკოსების დამატებითი ჯგუფები.

დღის ამბები