27 იანვარი 2021,   02:32
ვრცლად
ევაკუაცია ჩინეთიდან - მსოფლიო ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ შეაშფოთა

ჩინეთს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ტოვებენ. მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განახორციელა თურქეთმა. სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ანკარაში დაეშვა საქართველოს 2 მოქალაქე იმყოფებოდა. ისინი თურქეთის დედაქალაქში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა საფრანგეთმაც. სპეცრეისი ქალაქ უხანიდან უკვე შესრულდა. ბორტზე საფრანგეთის მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა ორი ქართველიც.

მსოფლიოს შეშფოთება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდამ განაპირობა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 2600-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდაფეთქების გამო ჩინეთს დახმარება ევროკავშირმა შესთავაზა - 12 ტონა სამედიცინო აღჭურვილობის გამოყოფის გადაწყვეტილება სასწრაფო წესით მიიღეს.

ჩინეთში ამ ეტაპზე არც პროდუქტების და არც მედიკამენტების დეიფიციტია. ამაზე საქართველოს ის მოქალაქეები საუბრობენ, რომლებმაც საელჩოს არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად ეპიდემიის ეპიცენტრის დატოვებაზე უარი თქვეს; უხანში ამ დრომდე რჩება სამი ქართველი.

ახალი ვირუსით ინფიცირებულთათვის ჩინეთში 10 დღეში ახალი, 1000 პაციენტზე გათვლილი საავადმყოფო ააშენეს.

ის მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება. მანამდე კი ქვეყანა დაავადების გავრცელების პრევენციას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

ბოლო მონაცემებით კორონავირუსს 304 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვმა კი 15000-ს გადააჭარბა

დღის ამბები