26 იანვარი 2021,   10:47
ვრცლად
საქართველოში ჩინეთის მოქალაქეები ამჯერად დუბაის გავლით ჩამოდიან - აეროპორტებში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება

აეროპორტებში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. საქართველოში ჩინეთის მოქალაქეები ამჯერად დუბაის გავლით ჩამოდიან, თუმცა როგორც სამედიცინო კონტროლის ექიმები აცხადებენ, ქვეყანაში ვირუსის შემოსვლის შანსი მინიმალურია.

"ახლა დუბაიდან ჩამოვედი,თუმცა ჩემი ქვეყანა ჩინეთია, ვფიქრობ პრობლემა არც ისეთი საშიშია, როგორც გამოიყურება, თავს დაცულად ვგრძნობ, რადგან მიმდინარეობს სამედიცინო შემოწმება," - აცხადებს ჩინეთის მოქალაქე.

"ახლა ვფიქრობ ყველაფერი რიგზეა, როცა აქ ჩამოდიხარ სამედიცინო შემოწმებას გადიხარ,  რაც თავს უსაფრთხოდ მაგრძნობინებს, მცირედი საშიშროების შემთხვევაშიც კი ხდება იზოლირება, რაც ქვეყანაში ვირუსის შემოსვლას ხელს უშლის," - ამბობს ჩინელი ტურისტი.

სამედიცინო კონტროლის ექიმის განცხადებით აეროპორტში ჩამოსული მგზავრებს შემოწმება და გამოკითხვა უტარდებათ:

"ხდება პირველადი შემოწმება როგორც დისტანციური, ისე სტაციონარული თერმომეტრით, ასევე ხდება გამოკითხვა რაიმე კონტაქტი ხომ არ ქონია ტემპერატურის მქონე ადამიანთან ან დაავადებულთან. დაზღვეულები იმით ვართ, რომ გამოყოფილია ინფექციური საავადმყოფოს სპეციალური განყოფილება სადაც ხდება ამ ადამიანების შემოწმება, ვირუსებზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის ჩატარება,"- აცხადებს ექიმი.

დღის ამბები