04 დეკემბერი 2020,   00:04
ვრცლად
სპეცოპერაცია გლდანში - თვითმხილველის თქმით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

"კურიერის" კამერამ ექსკლუზიურად გადაიღო ის ადგილი, სადაც გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა. ტერიტორიაზე, რომელიც სპეციალური, ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული, პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები გვიანობამდე მუშაობდნენ. თვითმხილველის თქმით, პოლიციამ მსუბუქი ავტომობილი გააჩერა, მოგვიანებით კი მათ ერთი პირი დააკავეს, გაჩხრიკეს მანქანაც.

რას უკავშირდება მამაკაცის დაკავება უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.

დღის ამბები