20 ივნისი 2026,   22:50
ვრცლად
ცოტნე გამსახურდია, შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას ექიმები კვირის ბოლომდე მიიღებენ. ამ თემაზე, მედიკოსებმა გუშინ, დღის ბოლოს, კონსილიუმზე იმსჯელეს.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმე რჩება. როგორც ჯაბაურმა გვაცნობა, ცოტნე გამსახურდიას კომპიუტერულ ტომოგრაფიას გაუკეთებენ, რის მიხედვითაც გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.  

დღის ამბები