05 დეკემბერი 2020,   10:16
ვრცლად
ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ბერს სასულიერო პირების ნაწილი თავდებში დაუდგება - ადვოკატი

ნარკოდანაშაულზე დაკავებული ბერის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, სასულიერო პირების ნაწილი სხვადასხვა ეპარქიიდან ბერს თავდებში დაუდგება - ამის შესახებ ჯიტა გულუამ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესაძლო იყო, პროცესს თავად ბრალდებული ბერი არ დასწებოდა, თუმცა დღეს გადაწყდა, რომ ის პროცესს დაესწრება. დაკავებულმა ბერმა პროცესის დაწყებისას განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, ის ბროლს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.

პროცესს სასულიერო პირებიც ესწრებიან. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს მსჯელობს.

 

დღის ამბები