05 დეკემბერი 2020,   10:02
ვრცლად
შსს-მ თბილისში ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი

ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგადაც აღმოაჩინეს,” - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები