21 ივნისი 2026,   14:46
ვრცლად
ვარკეთილში 16-ი წლის ბიჭის მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის საქმე - დღეს დაკავებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართება 

ვარკეთილში 16-ი წლის ბიჭის მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის საქმე - დღეს დაკავებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართება. საქმეზე სულ 6 პირია დაკავებული, აქედან 2 არასრულწლოვანია - მათი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ადვოკატები სხდომაზე შუამდლომლობით წარსდგებიან და აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეფარდებას მოითხოვენ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ბრალდებულ წიწილაშვილის ადვოკატის მტკიცებით, საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაული არ იკვეთება და თავად წიწილაშვილიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გიორგი წიწილაშვილის უფლებადამცველი აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას მოითხოვს. 

ბრალს აღიარებს მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანიც, მისი ადვოკატის დავით გირგვლიანის განცხადებით, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ტრაგედიასთან კავშირს გამორიცხავს. 


გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მეგობრების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოებაში მოზარდს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონი წაართვეს. რის შემდეგაც არასრულწოვანმა თავი მოიკლა.

დღის ამბები