გუშინ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი გამოკითხა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
"კიბერდანაშაული მსოფლიო დანაშაულია და ეს გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მსგავსი დანაშაულები სამწუხაროდ სხვა ქვეყნებშიც ხდება. ჩვენ გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებით ამ ეტაპზე ახალს ვერაფერს მოგახსენებთ,"- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.
სხვადასხვა სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.