21 ივნისი 2026,   18:22
ვრცლად
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

ჩხრეკა ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ბრალდებულთა სახლებში ჩატარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდებით და დიდი ოდენობით საბრძოლო ვაზნებით.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები