23 სექტემბერი 2021,   00:03
ვრცლად
"რეპრესიული მანქანაა ჩართული ადვოკატების მიმართ" - ნიკოლოზ მჟავანაძე სამართალდამცავებს მუქარაში ადანაშაულებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ირწმუნება, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლისა და მუქარის ორი შემთხვევა ჰქონდა. მჟავანაძის მიმართ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ონისე მარგიანი საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აღნიშნულ საქმეებზე ორი წლის წინ დაწყებული გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეებზე არ მიმდინარეობს. 

ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები ადვოკატების დაშინებას ემსახურება.

"რეპრესიული მანქანაა ჩართული ადვოკატების მიმართ, რომ დაგვაშინონ და გაგვაჩერონ,"- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ. 

დღის ამბები