26 ოქტომბერი 2021,   15:36
ვრცლად
ხმაური კომიტეტზე - ოხანაშვილმა დოლიძეს კითხვის დასმის საშუალება არ მისცა

პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან პაატა სილაგაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, პროკურატურაში განვითარებული მოვლენები ხმაურის მიზეზი გახდა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ, რომელსაც სხდომის წამყვანმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კითხვის დასმის საშუალება არ მისცა.

ამ ფაქტმა ოხანაშვილსა და დოლიძეს შორის სიტუაცია დაძაბა, რა დროსაც ოხანაშვილმა გუშინდელი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ დოლიძემ მოიტყუა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს.

ანა დოლიძის თქმით, მას აინტერესებდა, რას ფიქრობს პაატა სილაგაძე პროკურატურაში იმ სავარაუდო დანაშაულებზე, რაზეც პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა საჯაროდ დაწერა.

პაატა სილაგაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-13 კანდიდატია, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში უსმენენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები