სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ფინანსურმა პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, იმერეთში ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა საქონლის გაყიდვის გაადვილების მიზნით ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არაბრენდირებული მაგნიტოფონები "SONY-ის" სასაქონლო ნიშნით გაყიდა.
სულ საუბარია 39 ერთეულ ტექნიკაზე. ბრალდებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.