დაჭრა მარნეულში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული რ.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი პირი – 1997 წელს დაბადებულ ი.ო. და 2000 წელს დაბადებული კ. ნ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს", – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მარნეულში გუშინ მოხდა, ჩაიხანაში მსხდომი პირები, რომელთა ასაკი 20-25 წელია, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტ ზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.