22 ივნისი 2026,   01:47
ვრცლად
"კურიერისთვის" საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის და თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ცენტრში მომხდარი მკვლელობის შესახებ "კურიერისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"კურიერმა" გაარკვია დაღუპულების ვინაობაც - შოთა დარბაისელი  და ელდარ ივანელაშვილი. თვითმხილველების განცხადებით, შოთა დარბაისელი იმ ადგილზე მივიდა, სადაც ივანელაშვილი მუშაობდა და ახლო მანძილიდან მუცლის არეში ორჯერ ესროლა. დაჭრილი მამაკაცი გზაში საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მომხდარის შემდეგ კი დარბაისელმა თავის არეში მიიყენა ჭრილობა, ის ადგილზე დაიღუპა.

"ერთ უბანში ცხოვრობდნენ, თოფი დაუცლია, ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე სანამ საავადმყოფოში მიიყვანეს დაიღუპა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი "კურიერთან" საუბრის დროს.

"დარბაისელს ივანელაშვილის მკვლელობის მცდელობა ადრეც ჰქონდა,ზურგიდან ეპარებოდა დანა უნდა ჩაერტყა," - აცხადებს "კურიერთან" საუბრის დროს საგარეჯოს მცხოვრები ვლადიმერ ასლანიშვილი.

შეგახსენებთ, მკვლელობა და თვითმკვლელობა საგარეჯოს ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

დღის ამბები