ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა, სავადმოყოფოში გარდაიცვალა.
რევაზ კეკელიძე თელავის ცენტრალურ სავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, დაშავებულს ცეცხლნასროლი დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული და ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუსაბო იყო.
შეგახსენებთ, თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი ყოფილმა ქმარმა რევაზ კეკელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით მოკლა.
სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა დასახელდა. მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.