10 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრის, ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.
ტურნირში, ადგილობრივ გუნდებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.
ალექსი ნატროშვილის სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი და ტურნირის ჩემპიონი, თავდაცვის სამინისტროს IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები გუნდი გახდა, II ადგილზე სოფელ ვაზისუბნის გუნდი გავიდა, III ადგილი კი სოფელ კალაურის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა გადასცეს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი ვეტერანები და ალექსი ნატროშვილის ოჯახის წევრები.
ალექსი ნატროშვილი სოფელ ვაჩნაძიანიდან იყო. იგი, თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, ასმეთაურად. ალექსი ნატროშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2016 წელს დაარსდა და ყოველ წელს ტარდება.